მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას - მოკლე გზა არ არსებობს, ის იქნება რთული, მაგრამ შესაძლებლობებით სავსე

25.06.24 16:02


ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ეს ძალიან კარგი ამბავია უკრაინის, მოლდოვისა და მთელი ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

 

„კარგი ამბავია, რომ დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებს, ჩვენ ვდგავართ ამ ორი ქვეყნისთვის და ჩვენი კავშირისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტის ზღურბლზე და ვზეიმობთ იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც გვაკავშირებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის იყო უფრო მეტი ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, „ეს არის ჩვენი კოლექტიური მისწრაფების, მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, კეთილდღეობის დადასტურება“.

 

„უკრაინელმა და მოლდოველმა ხალხებმა აჩვენეს ურყევი ერთგულება და მონდომება, იყვნენ ევროპული პროექტის ნაწილი. ომისა და არეულობის დროსაც კი, მათ დაიწყეს მასშტაბური რეფორმები. მათ იციან, რომ ეს გზა იქნება მკაცრი და მომთხოვნი, გაწევრიანების მოლაპარაკებები შექმნილია იმისთვის, რომ მოამზადოს კანდიდატები წევრობის პასუხისმგებლობისთვის და სწორედ ამიტომ, მოკლე გზა არ არსებობს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზა გამოწვევებით და მოთხოვნებით სავსე იქნება, მაგრამ ის ასევე სავსე იქნება უზარმაზარი შესაძლებლობებით უკრაინისთვის, მოლდოვასთვის ევროკავშირისთვის.

 

„გისურვებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმატებულ დაწყებას“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები