ეკონომიკა

დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება - ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე EU-დან დაფინანსებაზე

25.06.24 14:10


ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი არ ელის, რომ ევროკავშირიდან დაფინანსების მიმართულებით რამე შეიცვლება. ამის შესახებ მან BMG-ის განუცხადა.

 

გუშინ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლო საპასუხო ზომებს შორის განიხილება ფინანსური დახმარების შეჩერებას მთავრობისთვის და ევროპის მშვიდობის ფონდიდან მხარდაჭერის გადახედვა.

 

მოლოდინებთან დაკავშირების BMG-ის კითხვის საპასუხოდ, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დაგეგმილი პროექტები გეგმის მიხედვით ხორციელდება. მზია გიორგობიანი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოში განსახორციელებელ პროექტებში ქართული მხარის თანამონაწილეობა დიდია.

 

"რთულია მოლოდინებზე საუბარი, მაგრამ ჩვენ რაც დაგეგმილი გვაქვს, ინფრასტრუქტურული პროექტები, ამას ვახორციელებთ. სესხის სახით აღებული ფინანსური პირობები განსაზღვრული არის უკვე წინასწარ, რომელი მიმართულებით მიდის, მიბმულია თითოეულ ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით. რთულია ისაუბრო მოლოდინებზე, მაგრამ არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ რაიმე შეიცვლება ამ მიმართულებით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ერთიც უნდა აღინიშნოს, რომ პროექტებში, რომლებსაც ვახორციელებთ, მათ შორის შედის ქართული მხარის თანამონაწილეობა და გარკვეულ პროექტებში საკმაოდ დიდია ქართული მხარის თანამონაწილეობა. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

კითხვაზე, ელის თუ არა სამომავლოდ საფინანსო ინსტიტუტებისგან ფინანსების მოზიდვის ნაწილში სირთულეებს, მზია გიორგობიანი აღნიშნავს, რომ მსგავსი მოლოდინი არ აქვს.

 

„თითოეული პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად რეგიონს ემსახურება. შესაბამისად, დაველოდოთ მოვლენებს“,- თქვა მინისტრის მოადგილემ.

 

 

bm.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები