პოლიტიკა

საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

26.06.24 13:29


ხვალ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან.

 

„საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებს და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან.

 

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები