ანალიტიკა

აფხაზებს უკვე მიწის გამო უსწორდებიან... და ეს მხოლოდ დასაწყისია

25.06.24 16:38


ჯერ სეპარატისტული „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ოფიციალური დასკვნა: „2024 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე სოხუმის გზატკეცილზე, გაგრის რაიონის სოფელ გიაჩრიფშში, გამოძიებისთვის დაუდგენელი პირები თეთრი  «Cherry»-ს მარკის ავტომანქანით (სარეგისტრაციო ნომერი N834ТХ 193 RUS) მივიდნენ ფსოუს საგუშაგოზე და 27 გასროლა განახორციელეს  7,62 მმ კალიბრიანი კალაშნიკოვის ავტომატიდან. სროლის შედეგად კამლია დაურ ასლანის ძე დაჭრილიქნა მუცლის ღრუში. ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა კამლია ასლანი რუსლანის ძე. მარჯვენა მხრის არეში დაიჭრა აიდა არტემის ასული ზადიკიანი, ხოლო მარცხენა წვივის არეში დაიჭრა ლევან ზურაბის ძე ციციბავა. დაჭრილები გაგრის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

„მდინარე ფსოუს გასწვრივ საზღვარზე მომხდარი სროლის ექვსი მონაწილედან სამი, რომლებმაც სცადეს აფხაზეთის მოქალაქეების, ძმები კამლიას სიცოცხლე, დააკავეს, მათგან ერთი რუსეთის ტერიტორიაზე. კიდევ სამი პირი იძებნება“, - იუწყება ე.წ. აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი. აგრეთვე ცნობილია დაკავებული ეჭვმიტანილების ვინაობა: გოძუა ბ.დ., გოძუა ბ.დ. და ჩაგოვეცი კ.ა.

 

ვითარების შემსწრე პირები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ფსოუში სროლის მიზეზი შესაძლოა მიწის ნაკვეთის გამო გაღვივებული კონფლიქტი ყოფილიყო. გარდაცვლილი აფხაზი ტყვარჩელელი ასლან აკაბა სროლის შემთხვევითი მსხვერპლი გახდა, ის აღმოჩნდა „ცეცხლის ხაზზე“.

 

ასეა თუ ისე, თურმე ეს კაცი უნებლიედ დაიღუპა „აფხაზური მიწისთვის ბრძოლის გამო“. სიმბოლიზმი თავისთავად იჩენს თავს. 2024 წლის 23 ივნისს აფხაზეთში, ახალ ათონზე მორიგი სროლა ატყდა. ალბათ „მიწის საკითხებთან დაკავშირებით“. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმავე დღეს, 2024 წლის 23 ივნისს, ხალხი დაიღუპა ყირიმში, სევასტოპოლში, სანაპიროზე რაკეტის ჩამოვარდნის გამო. იმავე დღეს ტერაქტები განხორციელდა დაღესტანში - ქალაქებში დერბენტსა და მახაჩკალაში.

 

ყირიმიც და დაღესტანიც ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მაცხოვრებლების "საყვარელი საზაფხულო ზღვისპირა კურორტების" სიაში ირიცხებოდნენ. 2024 წლის 23 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ ორივე ადგილას დამსვენებელთა რიცხვის შემცირებაა მოსალოდნელი. ისევე, როგორც ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმში და დაღესტანში. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის უცხოური კურორტების მიუწვდომლობის პირობებში, ქვეყნის პოლიტიკური იზოლაციის გამო, აფხაზეთზე მოთხოვნა შესაძლოა გაიზარდოს. შესაბამისად, შემდგომში აფხაზურ მიწასა და უძრავ ქონებაზეც. როგორც ვხედავთ, უკვე იწყება სისხლიანი დაპირისპირება აფხაზურ მიწაზე.

 

საინტერესოა, რომ ფსოუს საგუშაგოზე მომხდარი სროლის შესახებ თითქმის ერთდროულად გაჩნდა ცნობები სეპარატისტების ე.წ. „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას სოჭის უძრავი ქონების უმსხვილესი სააგენტოს „უძრავი ქონება ვინსენტი“ ხელმძღვანელთან ოქსანა ფილიპოვასთან შეხვედრის შესახებ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ საკითხებსაც განიხილავდნენ შეხვედრაზე. სეპარატისტული ხელმძღვანელობა სარგებლობს მომენტით და სურს აფხაზეთის მიწის უფრო ძვირად „გაყიდვა“. უფრო მეტიც, სომხური დიასპორის წარმომადგენლები აქტიურად ყიდულობენ მიწას და უძრავ ქონებას როგორც სოჭში, ისე სეპარატისტულ აფხაზეთში.

 

უნდა გვესმოდეთ, რომ ყირიმში სამხედრო საფრთხის პირობებში და სოჭში მიწისა და უძრავი ქონების ზედმეტად მაღალი ფასების პირობებში, ბრძოლა აფხაზური მიწისთვის მხოლოდ გამძაფრდება. და აფხაზი ხალხი გახდება ამ ბრძოლის მსხვერპლი. ისე, სეპარატისტული კანონმდებლობის შეზღუდვები „მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეების“ საკუთრებაში არსებული მიწისა და უძრავი ქონების ფლობასა  და ვაჭრობაზე, დანაშაულია, პირველ რიგში სომხური, კორუმპირებული სეპარატისტული ხელისუფლების დახმარებით, ადვილი იქნება მისთვის გვერდის ავლა.

 

 

გიორგი კვინიტაძე 

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები