პოლიტიკა

პრემიერი - ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს

12.05.20 14:40


კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება. ეს ძალზედ მგრძონობიარე იყო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის როგორც ფასების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრმაა ითვალისწინებს როგორც ფერმერის მხარდასაჭერას, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოტანას, რომელმაც ერთმნიშნევნლოვნად უნდა გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა.

„დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენ შევიმუშავეთ ის პროგრამა, რომელიც დამყარებულია როგორც ფერმერის მხარდასაჭერად, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოსატანად, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. ამ პროგრამის შედეგი უნდა იყოს ის, რომ აგრარული პროცესი არც ერთი დღით გაჩერდეს და არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა ქვეყანაში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები