პოლიტიკა
12.05.20 16:20
აგრარული პროცესი არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს ქვეყანაში და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მან სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამებზე ისაუბრა და ის გადაწყვეტილებები წარადგინა, რაც მთავრობამ პანდემიის პირობებში ფერმერების დასახმარებლად მიიღო.
„ამ პროგრამის შედეგი უნდა იყოს, რომ აგრარული პროცესი არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს ქვეყანაში და არ უნდა დარჩეს ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობამ შეიმუშავა კონკრეტული გეგმა იმ პროგრამებისა, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე არსებობს ფერმერების დასახმარებლად, ამ პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად. ამასთან ერთად, სპეციალური დამატებითი ღონისძიებების მისაღებად, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად: თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. დაახლოებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო დონისა და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად, გააჩნიათ 10 ჰა მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2 000 ლარის ოდენობით. ეს, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.
„საერთოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ახლა უკვე ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად, არა მხოლოდ კრიზისში დღეს, წელს, არამედ მომავალი წლებისთვის და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია, გითხრათ გარანტირებულად, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ასევე გიორგი გახარიას თქმით, დღეს ყველა ფერმერი საქართველოში, რომელთა რაოდენობა არის 42 ათასი, სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან, სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 2020 წლის განმავლობაში.
„ამასთან ერთად, თითოეულ ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, სახელმწიფო ფულის სახით, პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით. ეს იქნება გრანტი“, – აცხადებს გიორგი გახარია.
პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამები 20 მაისიდან ამუშავდება.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი მოქმედებას დაიწყებს და ფერმერებს შეეძლებათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს მიმართონ 20 მაისიდან. ესეც არის ძალზედ მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, საგაზაფხულო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილი იმ კონკრეტული დახმარებებისა, რომელიც სახელმწიფომ ფერმერებისთვის გამოყო“, – განაცხადა პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, პროგრამა სხვა დახმარებებსაც მოიცავს და ყველა ეს დახმარება შეეხება ქვეყანაში დაახლოებით 200 ათას ფერმერს. დახმარების სრული ბიუჯეტი კი, იქნება 300 მლნ ლარი.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24
-
აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ტავუშელ რევანშისტებს ბაგრატ გალსტანიანის მეთაურობით
12:1509.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება
11:4909.05.24
-
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა
11:1809.05.24
-
10:5709.05.24
-
10:2609.05.24
-
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა
10:0009.05.24
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24