პოლიტიკა
12.05.20 17:00
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მორიგი სამმხრივი შეხვედრა, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ცნობით, აღნიშნული ფორმატის ფარგლებში შეხვედრები 2014 წლიდან ტარდება და წელს მისი ჩატარება თბილისში იყო დაგეგმილი, რაც კოვიდ 19-ით გამოწვეული ვითარების გამო ვერ მოხერხდა.
„შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ვოლქან ბოზქირი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, სამად სეიდოვი. კომიტეტის თავმჯდომარეებმა რეგიონში არსებული ვითარება, სამმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პანდემიის თვალსაზრისით საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში არსებული ვითარების და საპასუხოდ გატარებული ზომების განხილვას. ხაზი გაესვა ამ სფეროში სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ დერეფნის ფარგლებში სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე საუბარს, როგორც სამი ქვეყნის ეკომონიკური განვითარებისთვის, ასევე, ამ ქვეყნების და ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ამ პროექტების მნიშვნელობას და ამ კუთხით თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობებს. განიხილეს სამ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის განსაკუთრებული როლი პოსტკრიზისულ პერიოდში, სამი სტრატეგიული პარტნიორის ეკონომიკის შესაბამისი დარგების ნორმალური ფუნქციონირებისა და მდგრადი განვითარებისთვის.
მხარეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, აღნიშნეს კონფლიქტების სწრაფი მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, კერძოდ, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის შესაბამისად, რაც ასევე აღნიშნულია საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ ხელმოწერილ 2018 წლის 28 თებერვლის ანკარის პროტოკოლში.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არ აღიარებენ აფხაზეთის, ცხინვალის და მთიანი ყარაბაღის რეგიონებში ჩატარებულ უკანონო ე.წ. არჩევნებს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამმხრივი შეხვედრების ფორმატის მნიშვნელობა სამ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და მისი შემდგომი განმტკიცების კუთხით.
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების რიგით მე-6 სამმხრივი შეხვედრა თურქეთში გაიმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24
-
აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ტავუშელ რევანშისტებს ბაგრატ გალსტანიანის მეთაურობით
12:1509.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება
11:4909.05.24
-
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა
11:1809.05.24
-
10:5709.05.24
-
10:2609.05.24
-
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა
10:0009.05.24
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24