პოლიტიკა
13.05.20 10:30
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წასული საჩივრები რამდენით არის შემცირებული ჩვენი მმართველობის პერიოდში? – დაახლოებით 60 %-ით. ყოველწლიურად ათასობით ჩვენი თანამოქალაქე მიმართავდა ევროსასამართლოს, რადგან წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო ყოველთვის „მართალი” იყო მოქალაქესთან დავაში, პრაქტიკულად აზრი არ ჰქონდა დავას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს ეს სურათი შეცვლილია, „რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლოებში დღეს უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს და სიმართლის საპოვნელად სტრასბურგში აღარ უწევს ყველას საჩივრის შეტანა.“
სასამართლო სისტემაზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სრულყოფილი სასამართლო არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს, მათ შორის დასავლეთ ევროპაშიც. მისივე თქმით, საქართველოში სასამართლო სისტემა სწორი გზით ვითარდება და რეფორმები უნდა გაგრძელდეს. მან იმ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერებისთვისაა საჭირო.
„მართლმსაჯულებას კიდევ სჭირდება მეოთხე ტალღით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება – ეს არის კონკრეტული საკადრო საკითხების რეგულირება, იუსტიციის სკოლის გაძლიერება, სადაც მოსამართლეების შერჩევა და მომზადება ხდება, საქმეების დატვირთვის მოხსნა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ამიტომ მივიღეთ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე პაკეტი, – მივიღეთ, რომ პრობლემები რაც რჩება, გადაიჭრას მომავალში. დამოუკიდებლობას რაც შეეხება – შედარებაც კი არ არის.
სასამართლო, სადაც 95 % შემთხვევაში მოქალაქეები აგებდნენ თავის საქმეებს და სახელმწიფო ყოველთვის იყო „მართალი”, დღეს 50/50-ზე, 60/40-ზეა თანაფარდობა, – მოქალაქეს რეალურად შეუძლია, იდავოს და თავისი სიმართლე დაამტკიცოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24
-
აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ტავუშელ რევანშისტებს ბაგრატ გალსტანიანის მეთაურობით
12:1509.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება
11:4909.05.24
-
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა
11:1809.05.24
-
10:5709.05.24
-
10:2609.05.24
-
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა
10:0009.05.24
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24