პოლიტიკა

პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დარეგისტრირდა, რომელიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში შემუშავდა

13.05.20 12:00


საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ დარეგისტრირდა. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს განუცხადა, ამ ცვლილებების კანონპროექტის განხილვა და მიღება მოკლე დროში მოუწევთ.

"მნიშვნელოვანია ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რაზეც ირაკლი კოვზანაძე მუშაობდა მთვრობასთან ერთად. ეს არის ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც უკვე შემოსულია და ჩვენ ძალიან მოკლე დროში მოგვიწევს მუშაობა. აქ არის მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ღონისძიებები, რომელიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში შევიმუშავეთ. მათ შორისაა 750 ლარამდე შემოსავლის მქონე ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან. ასეთი ტიპის შეღავათები არის არაერთი ამ პაკეტში და გთხოვთ მოკლე დროში, მაგრამ, ასევე დეტალურად განვიხილოთ და დროულად მივიღოთ ეს ცვლილებები," - განაცხადა თალაკვაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები