პოლიტიკა

მეტროს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 15 მილიონი და შესაძლო კორუფციული სქემაზე - ოპოზიცია კახა კალაძის გარემოცვის საქმიანობით ინტერესდება

15.05.20 12:40


ოპოზიციის ინფორმაციით, თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახა კალაძის გარემოცვის წევრები ახორციელებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიებს მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილებაც კი არ აქვთ და კორუფციის ნიშნები იკვეთება.

ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ 4 კომპანიიდან ორს გამოცდილება არ აქვს და მათი ხელმძღვანელები სპორტსმენები არიან.

მისი თქმით, კომპანიებს შორის არის „ეიჯი გრუპი“, რომლის დირექტორიც ალექსანდრე ხუციშვილია. ის სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის და ფეხბურთელ გიორგი ნემსაძის ბიზნეს პარტნიორიცაა.

ალექსანდრე ხუციშვილი "იბერია ავტოს" დირექტორი იყო, რომლის 10 პროცენტის მფლობელი კალაძის ახლო მეგობარი გიორგი ნემსაძეა დანარჩენი 90 პროცენტს მფლობელი ყოფილ სპორტის მინისტრთან იყო კავშირში.

ხაბეიშვილის თქმით, კომპანია "ელიბოს", რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს.

"როგორ აღმოჩნდა, რომ მაღალი ძაბვის კაბელებთან მუშაობენ ყოფილი ფეხბურთელები, მაგალითად, გიორგი ნემსაძე, ან სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები. მერმაც და საკრებულოს უმრავლესობამაც გააკეთონ კონკრეტული განცხადებები, იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდათ ფეხბურთელებსა და სპორტსმენებს მეტროს კაბელებთან. სად მიდის აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 15 მილიონი დოლარი... ოთხი კომპანიიდან ორს საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს, მეტიც, ერთო 2020 წლის თებერვალშია დაფუძნელებელი და მაისში უკვე მეტროში ჩაუშვეს. ეს ხალხი დირექტორიანად არც კი იგუგლება, რომ ნათურა მაინც აქვს შეცვლილი. რომელიც იგუგლება, ამ კომპანიის დირექტორი არის გიორგი ნემსაძის და ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესპარტნიორი და "იბერია ავტოს" დირექტორიც", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის ბრალდებას კი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი პასუხობს, მისი თქმით, აზიის განვიტარების ბანკი, რომელმაც დაფინანსება გამოყო ჩართულია კომპანიების შერჩევაში, რომლებიც ტენდერში მონაწილეობენ.

"მეტროში სადენის გამოცვლასთან დაკავშირებით, დაფინანსება გამოგვიყო აზიის განვითარების ბანკმა. შესაბამისად, ბანკი ჩართულია კომპანიების შერჩევაში რომელიც ტენდერის სახით ხდება. ეს ტენდერი თბილისის მერიას არ გამოუცხადებია და გაიმარჯვეს იმ კომპანიებმა, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ,"- განაცხადა დავითულიანმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები