პოლიტიკა

იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს - ბურჯანაძე

18.05.20 15:00


„ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ „რადგან ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, ე.ი. ის ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს”.

ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს იმედი აქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს:

„მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის კოორდინარება და ერთობლივი ქმედებები, რომელსაც ახორციელებს ოპოზიცია. ჩვენმა ერთიანობამ, ამ მაგიდის ერთიანობამ უზრუნველყო ის, რომ ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობებზე წამოსულიყო.

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია შეთანხმების ბოლომდე შესრულება, აუცილებლად უნდა იქნეს საკონსტიტუციო ცვლილება მიღებული იმიტომ, რომ ეს არის შანსი იმის, რომ ქვეყანაში ნორმალური ვითარება იყოს წინაასარჩევნოდ და შემდეგ არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდეს.

ამ ტიპის ერთობა და კოორიდინირება, რომელიც ახლა არის და რომელიც დარწმუნებული ვარ, შეთანხმდება იმაზე, რომ ერთმანეთის ხმები დავიცვათ როგორც მინიმუმ, მისცემს ჩვენს მოსახლეობას იმის გარანტიას, რომ ვერავინ გაბედავს არჩევნების გაყალბებას, ეს კი მომავალი მშვიდობიანი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების გარანტია იქნება. დღეს ვასაუბრებთ მიღწეულ შედეგებზე, ვისაუბრებთ შემდგომი ტიპის კოორდინაციაზე და ალბათ, სხვა საკითხებზე”, - განაცხადა ბურჯანაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები