პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი - წინ გველოდება ბევრი მძიმე დღე, რათა ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ

18.05.20 15:20


რომ არა თქვენი ერთიანობა და ერთსულოვნება ეს დოკუმენტი ალბათ დარჩებოდა ისტორიის დღეების მიღმა და ვერ მოიტანდა ქვეყანაში მშვიდობას, - ასე მიმართა ირაკლი ოქრუაშვილმა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრებულ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და მათ მხარდაჭერისთვის, ერთსულოვნებისა და პრინციპულობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს.

„დიდი მადლობა ყველას იმ განსაკუთღებული ერთსულოვნებისთვის, პრინციპულობისთვის, დისციპლინისთვის, პასუხისმგებლობისთვის ქვეყნის წინაშე, რომელსაც თქვენ იჩენდით არა მარტო ჩემთან და გიგისთან მიმართებით, არამედ რაც თქვენ გამოიჩინეთ მთელი ამ თვეების განმავლობაში და რამაც შესაძლებელი გახადა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაფორმება- 8 მარტის შეთანხმების გაფორმება. რომ არა თქვენი ერთიანობა და ერთსულოვნება, ეს დოკუმენტი, ალბათ, დარჩებოდა ისტორიის დღეების მიღმა და ვერ მოიტანდა ქვეყანაში მშვიდობას. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ჩვენი ერთობით ისევ, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი ქვეყნის მომავალს და არჩევნები უნდა ჩატარდეს ჩვენი ქვეყნის მომავლის შესაბამისად.

მომავალი რომ კარგი გვინდა, მე მგონი, ამაში ეჭვი არავის ეპარება. თქვენი ერთობა, თქვენი ერთსულოვნება, თქვენი მხარდაჭერა იყო მთავარი მასტიმულირებელი და გამაძლებინებელი ჩვენთვის იქ და ვიცოდით, რომ უკვალოდ არაფერი არ ჩაივლიდა. წინ გველოდება ბევრი მძიმე დღე შრომის თვალსაზრისით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ,“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები