პოლიტიკა

ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა სასესხო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც IBRD საქართველოს 73.1 მლნ ევროს გამოუყოფს

18.05.20 17:20


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი) თაობაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. სასესხო შეთანხმების მიხედვით, IBRD საქართველოს 73.1 მლნ ევროს გამოუყოფს და სესხის ხანგრძლივობა 26 წელი იქნება.

პროექტის განმახორციელებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები