პოლიტიკა

ბოკერია: 20 ივნისის აღნიშვნა ყველა შემთხვევაში მოხდება

19.05.20 10:00


ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციიდან ერთი წლის გასვლის აღნიშვნა აუცილებლად მოხდება.

გიგა ბოკერიას არ დაუკონკრეტებია ის, თუ რა ფორმით აღინიშნება აღნიშნული თარიღი.

"20 ივნისი იმ ტიპის თარიღია, რომლის აღნიშვნა ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს, იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს საზოგადოებრივი ინტერესებისთვის იქნება შესაფერისი. 20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ გასცა პასუხი ჩვენი მთავარი მტრის, პუტინის აგრესიას და ჩვენი ხელისუფლების მინიმუმ უპასუხისმგებლობას და დაიცვა საქართველოს ინტერესები", - თქვა ბოკერიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები