პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ჟოსეფ სტიგლიტზს ტელეფონით ესაუბრა

19.05.20 10:45


საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მაღალი დონის საერთაშორისო ეკონომისტებთან და ექსპერტებთან მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის კრიზისის გავლენებსა და საქართველოს შესაძლებლობების განხილვებს განაგრძობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი უკვე ესაუბრა მარტინ უოლფს, პასკალ ლამს, ლორენს ბუნს, ფრანსოა ბურგინიონს, ფრანსუა ბურგინიონს, ოლივიე ბლანშარს. დღეს კი სატელეფონო საუბარი შედგა ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატთან, ჟოსეფ სტიგლიტზთან.

„მხარეებმა კორონავირუსით გამოწვეული ის ეფექტები განიხილეს, რომლებიც გავლენას ახდენენ მსოფლიო ეკონომიკაზე, რომელიც თავის მხრივ, მოქმედებს გლობალიზაციის მომავალზე. ამ ფონზე კი, საქართველოს პრეზიდენტმა უცხოური კომპანიებისათვის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და შავი ზღვის ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს სატრანსპორტო და სავაჭრო პოტენციალზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო გრძელვადიან მსოფლიო ცვლილებებს, კლიმატურ ცვლილებებს, საერთაშორისო სოლიდარობის საჭიროებასა და ასევე, საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების მნიშვნელობას“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები