პოლიტიკა

"აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის კონტრაბანდა გააქვთ" - ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტი

04.06.20 10:30


აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის კონტრაბანდა გააქვთ - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა პრეზიდენტმა, დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ხელისუფლებაში არ აღიარებენ.

"აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის კონტრაბანდა გააქვთ. მათ შორის, დაახლოებით 12 ათასი ტონა თხილეული. ეს თანხა კი სრულად იმ ადამიანების ჯიბეში ხვდება, ვინც კონტრაბანდით არის დაკავებული. ჩემთვის გაუგებარია, ამ ადამიანებმა სახელმწიფოსგან მალულად რატომ უნდა იმუშაონ", - ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები