პოლიტიკა

ახალ საარჩევნო მოდელზე პროექტის სახალხო განხილვა დღეს დაიწყება

04.06.20 11:15


ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვა დღეს დაიწყება. ფორმატი სატელევიზიო იქნება.

შექმნილია საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია. მათთან მოქალაქეების ინტერნეტის საშუალებით კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

2020 წლის საპარლამენტო არჩვნები 31 ოქტომბერს გაიმართება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები