ანალიტიკა

სეპარატისტულ აფხაზეთში ფული დამთავრდა - ექვსი თვეა რუსეთიდან არ არის დაფინანსება

12.06.20 10:00


სეპარატისტულ აფხაზეთში ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო მწვავე მახასიათებლებს იძენს.

ჩვეულებრივ, ივნისისთვის მოსახლეობა, რომელიც სულ მცირე შემოსავალს მაინც იღებდა რუსეთიდან ტურისტებისა და დამსვენებლების მხრიდან, ჰქონდა გარკვეული მარაგი, შედიოდა ვალებში, მაგრამ იწყებოდა ახალი სეზონი, დამსვენებელთა ახალი ნაკადი ჩამოდიოდა და გარკვეულწილად ხერხდებოდა „გადარჩენა“.

მაგრამ წელს კორონავირუსის ეპიდემიამ ყველა გეგმა დაარღვია. ტურისტები არ არიან.

ტურისტების გარეშე აფხაზეთი ვერ გადარჩება. გასული სეზონიდან თანხა უკვე დიდი ხანია "შეჭამეს", დაგროვდა ვალები. ნადავლის სახით აფხაზების მიერ მიღებული საცხოვრებელი სახლები ცარიელია - დამსვენებლები არ არიან, თუმცა კარგი თანხები ხშირად იხარჯება რემონტზე. ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსირებისთვის კი შემოსავალი არ არის.

მეტიც, სეპარატისტული აფხაზეთის იმ მაცხოვრებლებს, რომლებსაც აქვთ საბანკო ბარათები, ხვდებათ უცნაური სიურპრიზები: თითქმის შეუძლებელია ბანკომატებიდან თანხის ამოღება.

სეპარატისტული აფხაზეთის ზოგიერთმა ბანკმა შემოიღო დროებითი შეზღუდვები ბანკომატებში ფულადი სახსრების გაცემის შესახებ.

საქმე ისაა, რომ აფხაზეთი არ ბეჭდავს თავის ფულს, მიმოქცევაშია რუბლი და ისინი სეპარატისტულ ტერიტორიაზე მხოლოდ საერთაშორისო ეკონომიკური ოპერაციების დროს ხვდებიან. მას შემდეგ, რაც საზღვარი დაკეტილია, საქონლის ნაკადმა მინიმუმამდე დაიწია, ფულის შემოდინება მკვეთრად შემცირდა და უბრალოდ საკმარისი ფული აღარაა.

სეპარატისტულ აფხაზეთში ფულის სიმცირე ტოტალური გახდა.

ჯერჯერობით შესაძლებელია VISA ან Mastercard- დან თანხის განაღდება ბანკების სალაროდან, საკომისიო შეადგენს 2%. ასევე ბევრ მაღაზიაში შეგიძლიათ გადაიხადოთ ბარათით. მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს არავინ იცის. შესაძლებელია, რომ ამის შესაძლებლობა მალე აღარ იყოს.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული ”პრეზიდენტის”, ასლან ბჟანიას თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ბიუჯეტის შემოსავლები ისეთი დაბალია, რომ რჩება მხოლოდ საჭირო ხარჯების დაფარვის შესაძლებლობა, მათ შორის ხელფასებზე, პენსიებსა და ჯანდაცვაზე.

ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაციამ შეაჩერა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ექვსი თვით და რომ ბევრი პროექტი გადაიდო. ბჟანიას თქმით, მის მთავრობას ჯერ კიდევ არ მიუღია დაფინანსება რუსეთიდან 2020 წლისთვის, თუმცა 2019 წლის დეკემბერში კრემლი აფხაზ სეპარატისტებს 4,5 მილიარდ რუბლს (65 მილიონი დოლარი) შეჰპირდა.

ბჟანია მოსკოვში ჩასვლას ივნისის ბოლოს გეგმავს, რათა შეეცადოს კრემლს მოსთხოვოს რამე მაინც. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე გამოუვიდეს.

ასლან ბჟანიას "პრეზიდენტობა" დაემთხვა კორონავირუსული პანდემიის პერიოდს, როდესაც კრემლს უბრალოდ არ სცხელა ოკუპირებული აფხაზეთისთვის. ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის მედიცინამ კოლაფსი განიცადა. ექიმებს არ უნაზღაურებენ დაპირებულ ბონუსებს, ხოლო სასწრაფო დახმარების ჯგუფებს, საშუალოდ, ოთხი დღე სჭირდება პაციენტამდე მისასვლელად.

რუსეთის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ნავთობის სექტორზე. კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნა. ამასობაში, 2014 წელს, როდესაც რუსეთი დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცა და ნავთობის ფასები დაეცა, კრემლმა მნიშვნელოვნად შეამცირა ფინანსური დახმარება აფხაზეთისთვის. მაგრამ ახლა რუსეთში სიტუაცია ბევრად უარესია და უბრალოდ არ არსებობს რესურსი იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარიონეტები უზრუნველყონ.

ამრიგად, კრემლისთვის, ზოგადად, არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იმავე აფხაზეთში შიმშილი და აჯანყებაც კი აღარ აღელვებს მას, რადგან ის მოსკოვისგან ძალიან შორს არის. 2020 წლის ზაფხული სეპარატისტულ აფხაზეთში "მშიერი" და მრავალი თვალსაზრისით "უიმედო" იქნება.




KavkazPlus

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები