პოლიტიკა
29.04.21 17:20
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან წარმატებული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ EBRD-ი გააგრძელებს საქართველოს განვითარების დღის წესრიგის მხარდაჭერას ქვეყნის პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთგული პარტნიორია, რომლისგან მიღებულმა ფინანსურმა დახმარებამ 1992 წლიდან დღემდე, დაახლოებით 4 მილიარდი ევრო შეადგინა.
EBRD- ის პორტფელის უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის, რასაც ძლიერი და მდგრადი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ძლიერი ევროპული მისწრაფებების ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზას მიჰყვება და ამ გზაზე EBRD-ის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარინა ბიორლინ ჰანსენმა მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს.
საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით, პროექტები ხორციელდება ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, საბანკო სექტორის და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
“ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
განვიხილეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გასულ წელს, კრიზისში დახმარების კონტექსტში განხორციელებული საქმიანობა. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოსა და ევრობანკის სამომავლო გეგმებზე, გამოწვევების დაძლევისკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საუბარი ასევე შეეხო ინვესტორთა საბჭოს ძალიან მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელიც საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის აქტიურ პლატფორმას წარმოადგენს”, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24
-
აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ტავუშელ რევანშისტებს ბაგრატ გალსტანიანის მეთაურობით
12:1509.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება
11:4909.05.24
-
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა
11:1809.05.24
-
10:5709.05.24
-
10:2609.05.24
-
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა
10:0009.05.24
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24
-
15:2408.05.24
-
ალეკო ელისაშვილი - წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება
15:0008.05.24
-
14:1508.05.24
-
13:5908.05.24
-
13:1708.05.24
-
12:4608.05.24
-
რომან გოცირიძე - ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი
12:2008.05.24
-
12:0008.05.24
-
კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ
11:1908.05.24
-
10:4808.05.24