პოლიტიკა

ცვლილება მიღებულია - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

29.04.21 17:40


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.


კოდექსი ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას გულისხმობს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილეობისთვის, ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ის ადმნისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს შეეხება.

 

166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და მოქმედი კანონმდებლობით 500 ლარით ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე გაიზრდება.

 

173-ე მუხლი, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს და ცვლილებების მიხედვით ჯარიმა პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება 2 000-დან 3 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი, პირი 3 500-დან 4 500 ლარამდე დაჯარიმდება. პატმრობა 15 ვადით განისაზღვრება.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები