პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტს 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

30.04.21 10:00


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, 2020 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა 2020 წელს ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებზე და ისაუბრა მათ საპასუხოდ უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.

 

ანგარიშის ძირითად საკითხებს ქვეყნის ოკუპაცია, კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

 

საქართველოს პარლამენტმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიში დადებითად შეაფასა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები