პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ნიკა მელია არის მხნედ, ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალული, იგი იზიარებს, რომ ევროკავშირის გირაო მართლაც უპრეცედენტოა

03.05.21 13:00


პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ უკვე დატოვა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მოინახულა.

 

როგორც ხაზარაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა და ამასთან, ის ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც.

 

ხაზარაძე იმედოვნებს რომ ევროკავშირი მოძებნის გირაოს გადახდის ისეთ ფორმას, რომ მელიას ღირსება და პრინციპი, რის გამოც ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იბრძოდა, არ შეილახოს. მისივე თქმით მელია საპყრობილეს უახლოებს დღეებში დატოვებს.

 

„ნიკა არის მხნედ, ჯანმრთელად. ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალული, იგი პრინციპულად იზიარებს იმას, რომ ევროკავშირის გირაო არის მართლაც უპრეცედენტო რამ, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის. ალბათ, უახლოეს დღეებში თვითონ გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით. ამ იდეას პრინციპულად ეთანხმება. სამწუხაროდ, ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს გირაოს, რომ შემდეგ „ოცნებამ“ დაამადლოს, რომ დაეთანხმა გირაოს. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ეს არ შეეხოს ნიკას თავმოყვარეობას და იმ პრინციპს, რისთვისაც ის ამდენი ხანია ციხეშია“,- განაცხადა ხაზარაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები