პოლიტიკა
03.05.21 14:30
ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, როგორ შეთამაშებულად მოქმედებდნენ პარტიები და პარტიებთან დაკავშირებული ორგანიზაციები არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.
მისი განმარტებით, ორი თვის წინ factcheck.ge-ს მიმართა, „ევროპული საქართველოს“ მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გადაემოწმებინა.
ორი თვის წინ მივმართე factcheck.ge-ს, გადაემოწმებინა „ევროპული საქართველოს“ ცნობილი ცხრილი. საქმე ეხება აბსოლუტურად გამოგონილი რიცხვების კიდევ უფრო დაუჯერებელ მანიპულაციას, რომლითაც „ევროპული საქართველო“, დღემდე, არჩევნების შედეგებს გაყალბებულად აცხადებს.
ყველა სიტყვის სისწორეზე მოდარაჯე factcheck.ge „ევროპული საქართველოს“ ამ ცხრილს არჩევნებიდან ოთხი თვის თავზეც, რატომღაც, ჯიუტად არ იმჩნევდა.
factcheck.ge-ს საჯაროდ მივმართე და პირადადაც მივწერე. მას შემდეგ ორი თვე გავიდა. რამდენჯერმე შეხსენების შემდეგ, ბოლოს, მომწერეს: პანდემიაა, ბევრი საქმე გვაქვს, მომავალ კვირას შევეცდებითო.
ის მომავალი კვირაც გავიდა. ან კი, ამაზე მნიშვნელოვანი რა საქმე აქვთ, რომ არჩევნებიდან ექვს თვეშიც კი ვერ შეძლეს „არჩევნების გაყალბების“ ასეთი თვალსაჩინო მტკიცებულების გადამოწმება.
გასაკვირი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი. factcheck.ge სერგი კაპანაძის და ელენე ხოშტარიას მიერ 2012 წელს დაფუძნებული „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ პროექტია. https://bit.ly/3vBt2cn
დეზინფორმაციის მხილება, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რაშიც, სხვადასხვა დონორისგან 1 000 000 ლარამდე დაფინანსებას იღებს, თუმცა, როგორც ჩანს, ამხელს იმას, რაც უნდა და არ ამხელს იმას, რაც არ უნდა.
ალბათ, „არ უნდა და არ ამხელს“ კატეგორიიდანაა ისიც, რომ factcheck-ის ვერდიქტებს თუ დავუჯერებთ, სერგი კაპანაძის და ელენე ხოშტარიას ნათქვამები არასდროს ყოფილა ტყუილი ან მანიპულაციური, თქვენ წარმოიდგინეთ, მცდარიც კი არ ყოფილა… არასდროს…. საერთოდ….
ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, როგორ შეთამაშებულად მოქმედებდნენ პარტიები და პარტიებთან დაკავშირებული ორგანიზაციები არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში.
და, ბედის ირონიაა, რომ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით ჩაფიქრებული კამპანია, საბოლოოდ, ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციით დასრულდა.
სახელგატეხილ ოპოზიციაზე არც ვწუხვარ, მაგრამ, სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოური ორგანიზაციების მიერ ნაჩუქარ ფულს, საზოგადოებრივი საქმის ნაცვლად, პარტიული დღის წესრიგის გატარებაში იყენებს.
P.S. სხვათა შორის, ბევრი სახელიანი ორგანიზაციაც იღებს დაფინანსებას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მაგრამ არც ერთ მათგანს, სამწუხაროდ, ხმა არ ამოუღია, როცა არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის ნიაღვარი მოდიოდა და ამ ქვეყანას, სწორედ მაგ დროს, ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიყალბის და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევა“, – წერს პაპუაშვილი.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24
-
აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ტავუშელ რევანშისტებს ბაგრატ გალსტანიანის მეთაურობით
12:1509.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება
11:4909.05.24
-
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა
11:1809.05.24
-
10:5709.05.24
-
10:2609.05.24
-
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა
10:0009.05.24
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24
-
15:2408.05.24
-
ალეკო ელისაშვილი - წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება
15:0008.05.24
-
14:1508.05.24
-
13:5908.05.24
-
13:1708.05.24
-
12:4608.05.24
-
რომან გოცირიძე - ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი
12:2008.05.24
-
12:0008.05.24
-
კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ
11:1908.05.24
-
10:4808.05.24