პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი - დღეს ვნახე პარლამენტის თავმჯდომარე და მგონია, რომ ვმუშაობ

04.05.21 18:00


მთელი წელია, ვცხოვრობთ უქმე დღეების რეჟიმში. უქმე დღეები ისეთი რაოდენობით გვაქვს, რომ ციხის პატიმრებს შეშურდებათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვისაც მუშაობა სურს, დღესაც შეუძლია იმუშაოს.

 

„ასევე, მოვისმინე „ქართული ოცნების“ წინადადება, რომ მობრძანდნენ, პრობლემა არ არისო, უქმე დღეებშიც ვიმუშავებთო. აქედან გამომდინარე, მათ ვერ დააბრალებ. თუ მუშაობა გვინდა, შეგვიძლია, ვიმუშაოთ დღესაც. დღეს მაგალითად, ვნახე პარლამენტის თავმჯდომარე და მგონია, რომ ვმუშაობ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები