პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მივემგზავრები აზერბაიჯანში, რათა მონაწილეობა მივიღო მაღალი დონის შეხვედრებში

05.05.21 10:30


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად მაღალი დონის შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მივემგზავრები აზერბაიჯანში, რათა მონაწილეობა მივიღო მაღალი დონის შეხვედრებში და განვიხილო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები“, - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები