პოლიტიკა

პარლამენტში შესულ ოპოზიციას მელიას რეპუტაციის ხარჯზე უნდა თავისი დამარხული რეპუტაციის გადარჩენა - ჭიჭინაძე

05.05.21 11:15


"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში შესულ ოპოზიციას ახსენებს, რომ არც ერთი მისი ინიციატივა კობახიძის ხელში გათვალისწინებული არ იქნება მმართველი გუნდის მხრიდან. ჭიჭინაძის განმარტებით, ოპოზიციას ერთიან კანდიდატად მელია უნდა წარედგინა თვითმმართველობის არჩევნებზე, თუმცა ეს ერთობა ყველას ტვირთად დააწვა:


"ხომ შერეკეს ოპოზიცია პარლამენტში, ბოქლომიც ჩამოუკიდეს და ახლა დასცინიან კიდეც, მაგრამ ჯერ სად არიან!

 

ჯერ კიდევ არ იციან პარლამენტში შესულებმა, რომ არცერთი მათი ინიციატივა გათვალისწინებული არ იქნება, რადგან გამორიცხულია ტვინგადატრიალებულ კობახიძეს რამე გააგებინო საკუთარი ინტერესის გარდა, თუ რა თქმა უნდა გარიგებაში არ შევიდნენ მასთან.

 

შესაბამისად გვაქვს რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ციხეშია გამოკეტილი და ესენი გარეთ, ნიკა ბოლომდე ცდილობს კორექტული იყოს, პარლამენტში შესული ოპოზიცია კი, ბოლომდე დაუნდობლად აჭრერს მას წიხლს, რადგან სწორედ ნიკას რეპუტაციის ხარჯზე უნდათ თავიანთი დამარხული რეპუტაციის გადარჩენა.

 

მოკლედ, ყველამ კარგად იცის, რომ 15 მაისის აქციაზე, ნიკა მელია უნდა დასახელებულიყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად. მაგრამ ეს ერთობა ბევრს დააწვა ტვირთად და ფინალში შეგვრჩა მასხარა პოლიტიკოსები - მაგალითად ვაშაძე, ვინც „ნაციონალებთანაც“ კი ვაჭრობდა სიაში ადგილებზე და ვისი ფინანსების წარმომავლობაც ძალიან საინტერესოა.

 

და ასევე ბიზნესმენები, ვინც პოლიტიკაში ძალით შეიყვანეს, შესაბამისად ბიზნესის წესით თამაშობენ და არა პოლიტიკის და საკუთარი თავის გადასარჩენად ვაჭრობენ..." - აცხადებს ჭიჭინაძე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები