პოლიტიკა

გივი მიქანაძე: როგორც კი კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან დიდი აგრესია წამოვიდა

05.05.21 11:45


როგორც კი „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან დიდი აგრესია წამოვიდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

 

„გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბატონიც ლევანიც (იოსელიანი) და ბატონ იაგოც (ხვიჩია) დღეს წარმოადგენენ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან რა ხდებოდა ოპოზიციის შიგნით ამ თვეების განმავლობაში, იმიტომ რომ ისინი მონაწილეობდნენ იმ შეხვედრებში, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იმართებოდა. როგორც კი მათ კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, ნახეთ რამხელა აგრესია წამოვიდა ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მხრიდან“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები