პოლიტიკა

"ქართული ოცნება" შეეცდება ნიკა მელია დიდი ხნით დატოვოს ციხეში - უდუმაშვილი

05.05.21 13:00


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზალიკო უდუმაშვილის შეფასებით, მმართველი პარტიისგან მოსალოდნელი იყო, რომ ამნისტიის კანონპროექტს ამ მიმართულებით წაიყვანდნენ და ჯალათებს სისხლის სამართლებრივი დევნისგან გაათავისუფლებდნენ.


"მოსალოდნელი იყო, რომ ამ მიმართულებით წაიყვანდა ხელისუფლება ამნისტიის კანონპროექტს. საბოლოო ჯამში არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს ვერსია იყოს მიღებული. ეს პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ მელია რჩება ციხეში და ყველა დანარჩენი, ვინც დანაშაულს ჩადიოდნენ 19-20 ივლისს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.


მმართველი პარტია შეეცდება ბოლომდე გაიტანოს ეს ინიციატივა და ნიკა მელია დიდი ხნით დატოვოს ციხეში"- აღნიშნა უდუმაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები