პოლიტიკა

გია ვოლსკი აცხადებს, რომ სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა პოლიტიკური თამაშია

05.05.21 14:20


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა პოლიტიკური თამაშია.

 

„პოლიტიკური თამაშია, სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა იმასთან დაკავშირებით, რომ ის დაზარალებულია. ათასობით ოჯახია, რომელიც დაზარალებულია და ვინც სტრასბურგამდე ვერ მიაღწია, მაგრამ ვინც მიაღწია, უამრავმა ადამიანმა, მათ შორის გირგვლიანის თემაზე, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტით დადასტურებულია, რომ სააკაშვილი არა მარტო დამნაშავეა კონკრეტულ „ქეისებთან“ მიმართებით, არამედ წლების განმავლობაში საქართველოში შექმნა ატმოსფერო, როდესაც სადისტური მმართველობა იყო ტრენდი, ჩვეულებრივი მოვლენა, რომელსაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა 2012 წლის არჩევნებით უპასუხა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენების საქმე.

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, საუბარია ორი სისხლის სამართლის საქმეზე, ერთი, ვალერი გელაშვილის ცემის, მეორე კი შეწყალების საქმეზე.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები