პოლიტიკა

კელი დეგნანის საგანგებო განცხადება მიხეილ სააკაშვილზე

22.11.22 10:20


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საუბრობს. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი მაქსიმალურად სამართლიანად მიმდინარეობდეს:

 

"ჩვენ რეგულარულად, დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მუდმივი კონტაქტი გვაქვს ამ თემაზე სახალხო დამცველთან და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს. მნიშვნელოვანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დიდი ყურადღების ქვეშ და მისი მკურნალობის პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად სამართლიანად", - ამბობს კელი დეგნანი. 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები