პოლიტიკა

„დიდი მოლოდინია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებზე კანდიდატურები შემცირდება“ - მელია

22.11.22 11:00


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. 

 

მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებზე, სავარაუდოდ, მხოლოდ 2 კანდიდატი იქნება და ისინი თავად ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იქნებიან. 

 

„ძალიან დასანანი და ცოტა უხერხულია, როდესაც სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში, მის მიერ ჩამოყალიბებულ ევროპული ყაიდის გაერთიანებაში დღეს იმართება ის, რაც იმართება [თავმჯდომარის არჩევნები], მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ თანმხვედრი ნაბიჯით დავხვდით. რამ მიგვაღებინა ეს გადაწყვეტილება, ამას მომავალში ვიტყვი. მე ვფიქრობ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ეს პროცესი, რადგან პარტია უნდა წარმოჩნდეს სრულიად სხვაგვარად ამომრჩევლის თვალში. დიდი მოლოდინია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებზე კანდიდატურები შემცირდება. როგორც ჩანს საბოლოო ჯამში იქნება 2 კანდიდატი - მე და ლევან ხაბეიშვილი“, - განაცხადა მელიამ. 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები