პოლიტიკა
22.11.22 11:40
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია ნატო-ში. ამის შესახებ დიპლომატმა ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გაკეთებულ ზოგიერთ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს არ აკეთებს ნატო-სთან უფრო მეტად დასაახლოებლად.
„აშშ არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ნატო-ში. ნატო-სთან საქართველოს შესაძლებლობებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მთელ მთავრობასთან. ცხადია, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და ეს აისახება ხოლმე ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ნატო-სთან ყოველწლიური კონსულტაციის შედეგად ამზადებს“, - აღნიშნა შეერთებული შტატების ელჩმა.
დეგნანის თქმით, აშშ ყოველთვის ცდილობს მოიძიოს სხვადასხვა გზები საქართველოს თავდაცვის ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის, რათა გაზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა ალიანსთან.
„წვრთნები, რომელსაც საქართველო ნატო-სთან, აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად ახორციელებს, არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რისი მეშვეობითაც ჩვენ ყველა ვნახულობთ იმას თუ სად შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი უნარი ერთობლივად ვუპასუხოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვას. აგრეთვე, საქართველოს საზღვრების დასაცავად, გავზარდოთ თავდაცვის ძალების უნარები“, - განაცხადა დიპლომატმა.
ამასთან, აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს ლიდერებისთვის იმ შესაძლებლობის მნიშვნელობას, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებთან და ალიანსის ხელმძღვანელობასთან საუბარს გულისხმობს.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს საქართველოს ლიდერებისთვის შესაძლებლობა, რომ ესაუბრონ ნატოელ მოკავშირეებს და ალიანსის ხელმძღვანელობას და ეძიოს გზები, საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დასაახლოებლად. ეს მოითხოვს მუშაობას საქართველოს მთავრობის მხრიდან, ასევე მოითხოვს განგრძობად მხარდაჭერას აშშ-სგან და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნებისგან“, - დასძინა დეგნანმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24
-
აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ტავუშელ რევანშისტებს ბაგრატ გალსტანიანის მეთაურობით
12:1509.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება
11:4909.05.24
-
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა
11:1809.05.24
-
10:5709.05.24
-
10:2609.05.24
-
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა
10:0009.05.24
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24