პოლიტიკა
22.11.22 12:00
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, უწყებასთან არსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების შეფასება წარმოადგენდა. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ასევე მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, რომელიც გამყოფი ხაზით ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და ნდობის აღდგენის პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, რაც ჩართულობის ხელშეწყობასა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვას ემსახურება.
„წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი საქმიანობა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ჩამოყალიბებული პლატფორმების ფარგლებში ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგები, დღეს ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად შევაჯამეთ. სპეციფიკისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, უწყების წინაშე განსაზღვრული მიზნების გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ მიღწეული შედეგები, ვიმსჯელეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესების დინამიკაზე, ასევე დავსახეთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გეგმა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით 2021 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ - ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდას მშვიდობს მშენებლობის პროცესში.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24
-
აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ტავუშელ რევანშისტებს ბაგრატ გალსტანიანის მეთაურობით
12:1509.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება
11:4909.05.24
-
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა
11:1809.05.24
-
10:5709.05.24
-
10:2609.05.24
-
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა
10:0009.05.24
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24