პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ

28.11.22 12:30


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ. დოკუმენტით წესრიგდება „ოლიგარქის“ ცნების განმარტება; პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; ასევე პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები.

 

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ მმართველი გუნდი კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც გაარკვევს როგორ მიმდინარეობს პროცესები უკრაინის მიერ გაგზავნილ დოკუმენტთან დაკავშირებით.

 

„მეორე მოსმენის ფარგლებში გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან. გვქონდა კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. გვაქვს ინფორმაცია იმ საკითხთან დაკავშირებით თუ რა პროცესები მიმდინარეობს უკრაინის მიერ ვენეციის კომისიაში გაგზავნილ კანონთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა ამ პროექტის გაგზავნა/არგაგზავნასთან დაკავშირებით არ არსებობს. უბრალოდ გვაინტერესებს ჯერ გავარკვიოთ რა ხდება უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით და ამის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს საბოლოო პოზიციას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები