პოლიტიკა

კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერ შუაშია

31.05.16 16:25


ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერ შუაშია.

„დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე გამიჭირდება საუბარი და სწორიც არ იქნება ჩემი მხრიდან, რაიმე განცხადება გავაკეთო, რადგანაც ჩემი დღევანდელი თანამდებობიდან გამომდინარე, ჩემი განცხადებები შეიძლება აღქმული იქნეს ან ერთი, ან მეორე მხარის მიმართ ზეწოლად ან თუნდაც თანადგომად, ამიტომ დაველოდოთ. სასამართლო ქვეყანაში დამოუკიდებელია და შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, გახდება ცნობილი.

„რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერ შუაშია. საქართველოში ის წლები აღარ არის, როდესაც ერთ დღეს იჭერდნენ, ერთ დღეს ასამართლებდნენ და ერთ დღეს გირაოთი ათავისუფლებდნენ.

მორჩა, ეს დრო აღარ არის საქართველოში", - განაცხადა კახა
კალაძემ.


წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები