პოლიტიკა

საქართველოსა და ტუვალუს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

03.06.16 18:00


საქართველომ და ტუვალუმ სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას.

ქვეყნებმა უკვე გაცვალეს დიპლომატიური ნოტები. ვიზების გაუქმების შესახებ ტექსტი მოლაპარაკებების შემდეგ მომზადდება.

შეგახსენებთ: ტუვალუ იმ ქვეყნებს შორის გახლდათ, რომლებმაც 2008 წელს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს. თუმცა 2014 წელს წყნაროკეანულმა სახელმწიფომ უკან წაიღო აღიარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ცნო.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა ტუვალუსთან სწორედ 2014 წელს დაამყარა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები