პოლიტიკა

ივანიშვილი: რუსეთთან მიმართებით დრო და მოთმინებაა საჭირო

03.06.16 18:20


საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის აზრით, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირებისათვის დროა საჭირო.

რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც საზოგადოების წინაშე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის ერთგვარი ანგარიშგება მოხდა. ექს-პრემიერის წერილში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი-ქვეყანა გახდება და ამის პარალელურად, მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებს გაითვალისწინებს.

„ეს რთული პროცესია (რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება — რედ.), მე ტყუილუბრალოდ არ აღვნიშნე ეს საკითხი წერილში. ჩვენი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია არ ეწინააღმდეგება რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ამას საფრთხედ მიიჩნევს. ჩვენ ეს ვიცით და მაინც ვაგრძელებთ მიზნის მიღწევას“, — განაცხადა ივანიშვილმასაზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

საქართველო ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი მაშინ გახდება, როდესაც ამაზე თანხმობა რუსეთს ექნება.


„ჩვენ ნატოს წევრები აუცილებლად გავხდებით, ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ გავხდეთ ევროსაბჭოს წევრი, ამისათვის დროა საჭირო. ჩვენ მოთმინებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკის განვითარება და უნდა დაველოდოთ, რუსეთი და პარტნიორი-ქვეყნები როდის გააცნობიერებენ და დაინახავენ იმას, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების დრო დადგა. ჩვენ ამ ყველაფერს მოთმინებით უნდა დაველოდოთ“, — აღნიშნა მან.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების სრულად დარეგულირება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველო არ გადაუხვევს პრინციპულ პოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარების თაობაზე.

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს, აგვისტოს ომის მოვლენების შემდეგ აღიარა. ამის საპასუხოდ ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და აღნიშნული რეგიონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები