საზოგადოება

ქართველმა მოჭიდავეებმა თბილისის გრან-პრიზე რვა ოქროს მედალი მოიპოვეს

12.06.17 22:15


თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის გრან-პრის თბილისის ეტაპზე რვა ოქროს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: თავისუფალი სტილით ჭიდაობა: ბექა ლომთაძე (-57 კგ) ჯუმბერ ყველაშვილი (-74 კგ) გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა: შმაგი ბოლქვაძე (-71 კგ) ნიკოლოზ კელასოვი (-80 კგ) რობერტ კობლიაშვილი (-85 კგ) რევაზ ნადარეიშვილი (-98 კგ) იაკობ ქაჯაია (-130 კგ)

უმაღლესი სინჯის რვა ჯილდოს გარდა, შეჯიბრების მასპინძლებმა ოთხი ვერცხლის და 13 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამგვარად, ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე სულ 25 მედალია — თავისუფალ სტილში — 13 და ბერძნულ-რომაულში 12.

ამ მაჩვენებლებით საქართველოს ნაკრებმა საერთოგუნდური ჩათვლა მოიგო და სომხეთისა და ირანის გუნდებს გაუსწრო. საქართველოს ნაკრებისათვის თბილისის გრან-პრი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია. ჩემპიონატი პარიზში 21-26 აგვისტოს გაიმართება. გივი კარტოზია და ვახტანგ ბალავაძე — წარსულში ცნობილი მოჭიდავეებია.

კარტოზია — მელბურნის ოლიმპიური ჩემპიონია (1956), რომის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1960) და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. ბალავაძე — თავისუფალ ჭიდაობაში მელბურნის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი(1956), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მსოფლიო პირველობების ორგზის ვერცხლის პრიზიორი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები