საზოგადოება

სპეცოპერაცია საქართველოში: დაკავებულია ოთხი გამომძალველი

13.06.17 17:40


საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.

ამ მიზნით ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ბოროტმოქმედებმა ბიზნესმენი თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სამარტალდამცველებმა ორი პირი თბილისში, ორი კი მცხეთაში დააკავეს.

გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით), რაც 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები