საზოგადოება

სავარაუდო პედოფილია ოკუპირებულ ახალგორში - რა ხდება ბავშვთა სახლში?!

13.06.17 18:15


ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლში არსებულ პრობლემებზე პირველად, ერთი წლის დაიწერა. ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში არსებულ ერთადერთ ბავშვთა სახლში ბავშვები თითქმის მეთვალყურეობის გარეშე იყვნენ და დაწესებულების დატოვებას თავისუფლად ახერხებდნენ.

რამდენიმე დღის წინ კი ადგილობრივმა მედიასაშუალებამ „აირონ თაიმს“ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელა.

ბავშვთა სახლის 13 წლის აღსაზრდელის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პოლიციამ 60 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოცემის ცნობით, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცისა და ბავშვის ურთიერთობა საკმაოდ დიდხანს, ერთერთ მიტოვებულ სახლში გრძელდებოდა.

სამართალდამცავებს ბავშვთა სახლის დირექტორმა მიმართა, რომელმაც გოგონა ეჭვმიტანილის მანქანაში მაშინ დააფიქსირა, როდესაც ის კლასში უნდა ყოფილიყო.

გამოცემა, საქმეში არსებულ საეჭვო დეტალებზე წერს.

„აირონ თაიმსის“ ცნობით, პოლიციამ მამაკაცი სავარაუდო პედოფილიის ბრალდებით დააკავა, თუმცა მეორე დღეს გაათავისუფლა. მიზეზად, მამაკაცის ჩვენება დასახელდა, რომელმაც განაცხადა, რომ ადრე მოზარდის დედას ხვდებოდა და 13 წლის გოგონა "მისი იყო.

ამ ბუნდოვანი ახნა-განმარტების საფუძველზე მამაკაცი გაათავისუფლეს.

ბავშვთა სახლის დირექტორმა კი სოციალურ ქსელში დაწერა: „მე, როგორც ბავშვთა სახლის დირექტორი,სიტუაციას ვაკონტროლებ. გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის წინააღმდეგ გაუპატიურებას ან რაიმე გარყვნილ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს დამტკიცებულია“.

თუმცა, ჟურნალისტი სვამს კითხვას: ვინ ჩაატარა გამოკვლევა? როგორია ოფიციალური შედეგები? ვინ მოამზადა დასკვნა? რას ნიშნავს „სიტუაციის კონტროლი“, როდესაც ხანდაზმული მამაკაცი რამდენჯერმე დააფიქსირეს 13 წლის გოგონასთან ერთად, რომელზეც ამბობს, რომ „მისია.“

გამოცემა, ბავშვთა სახლის დირექტორის მორიგ განცხადებას უსვამს ხაზს.

„მინდა იცოდეთ, რომ ეს სკოლაში გავკეთილების მიმდინარეობისას მოხდა (გოგონას დაფიქსირება მამაკაცის მანქანაში). როდესაც ამის შესახებ გავიგე, პოლიციას თავად მივმართე, რადგან რაიმე ცუდი არ მომხდარიყო და არა იმიტომ, რომ ცუდი უკვე მოხდა...“

აღნიშნული განცხადება, ეჭვქვეშ აყენებს მის განცხადებას სიტუაციაზე სრული კონტროლის არსებობის შესახებ, რადგან მაშინ, როდესაც გოგონა გაკვეთილზე უნდა ყოფილიყო, სკოლის გარეთ, 60 წლის მანქანაში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც ადგილობროვი მოსახლეობა აცხადებს, ეს არ არის პირველი საეჭვო სიტუაცია, რომელიც ბავშვთა სახლს უკავშირდება.

მათი თქმით, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები არაერთხელ უნახავთ დაბის ქუჩებში სკოლის საათებში, თანაც არადექვატურ, ნასვამ მდგომარეობაში.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ ბავშვთა სახლში ჯანმრთელ ბავშებთან ერთად განთავსებული ფსიქიკური და ფსიქონევროპათოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებიც არიან განთავსებულები , რაც სხვა აღსაზრდელებს უქმნის საფრთხეს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები