საზოგადოება

რა კავშირი აქვს ბიზნესმენის გატაცებას ზურაბ წერეთელთან - კრიმინალური გარჩევები თბილისში

13.06.17 18:50


ბიზნესმენი, რომლიც გუშინ ყიფშიძის ქუჩიდან გაიტაცეს და ფულის გამოძალვას ცდილობდნენ სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა.

გივი ჯიბლაძის თქმით, მას საცხოვრებელ სახლთან 4 ნიღბიანი მამაკაცი დახვდა, რომლებიც მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ, ბიზნესმენი ამბობს, რომ თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანეს. გამტაცებლები ჯიბლაძესგან იარაღის მუქარით, 150 ათას დოლარს გადაცემას და 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას მოითხოვეს.

გატაცებული აცხადებს, რომ დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან ჰქონდა, ამიტომ ის ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს.

მისი თქმით, გატაცებამდე პირადი მცველები სახლში გაუშვა.

"მერსედესის მიკროავტობუსით იყვნენ, დამხვდა 4 პირი, კარები გაიღო და წამიყვანეს, შემდეგ ერთ-ერთ ავტოსადგომზე მივედით, სადაც საუბარი წავიდა. მე მეშოკი მქონდა თავზე წამოცმული, როცა ტომარა ამხადეს, პარტნიორ კომპანიასთან დაკავშირებული პირი, გიორგი ნიჟარაძე ვიცანი. მას როგორც გიორგი ნიჟარაძე ისე ვიცნობდით, თუმცა როგორც აღმოჩნდა ის კახაბერ ბახტაძეა.

ჩვენ ბაკურიანში ერთ-ერთ პროექტს ვაკეთებთ, მიწა ზურაბ წერეთლის იყო, მისი წარმომადგენლების ახლობლები არიან. ჩვენ ასეთი პირობა გვაქონდა, რომ აშენებულ ფართში კონკრეტული ქონება უნდა მიგვეცა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყდა ისე, რომ პიროვნებამ 150 000 მოითხოვა. კონტრაქტში ჩავწერეთ, რომ თანხა მშენებლობის ნებართვიდან სამ თვეში უნდა მიგვეცა. მშენებლობის ნებართვა ჯერ-ჯერობით ვერ გაკეთდა. მერე იყო შემოთვლები, ჩარიეს ყველა. მათ უნდოდათ ორგანიზაციიდან ამ ფულის მითვისება. კომპანია არის ზურაბ წერეთლის"- აღნიშნა ჯიბლაძემ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული.

"დაკავებული, მისი წარმომადგენლის ახლობელია"- აცხადებს ჯიბლაძე.

მისივე თქმით, გატაცების შემდეგ მის ოფისს ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1977 წელს დაბადებული დ.ბ., 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1980 წელს დაადებული ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

სპეცოპერაცია სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა.

როგორც ”ნიუპოსტს” სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები