საზოგადოება

თბილისში ოთხშაბათს კავკასიის მერვე ჯაზ-ფესტივალი დაიწყება

13.06.17 19:10


14-დან 19 ივნისამდე თბილისში უკვე მერვედ კავკასიის ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელიც შეკრებს მუსიკოსებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან.

კავკასიის ჯაზ-ფესტივალი საქართველოში 2010 წლიდან ტარდება. ფესტივალის ისტორიის მანძილზე, მის სცენაზე 100-ზე მეტი მუსიკოსი გამოვიდა 11 ქვეყნიდან. ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Art Bridge, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და თბილისის მერიის მხარდაჭერით. Kavkaz Jazz Festival 2017-ის პარტნიორია ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იუნუს ერმეს სახელობის ინსტიტუტი.

ფესტივალი ტრადიციულად გააერთიანებს როგორც მასტერკლასებს, ასევე მონაწილეთა ცოცხალ შესრულებას. მასტერ-კლასების სერია 14 ივნისს 11:00-დან 16:00 საათამდე ჩატარდება თბილისის კონსერვატორიაში. მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა. სემინარებს ატარებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: აზერბაიჯანელი პიანისტი და კომპოზიტორი სალმან გამბაროვი, თურქი ბასისტი და კომპოზიტორი შენტურკ ოზტაში, დრამერი და კომპოზიტორი ჯორჯ მელი — იგივე გიორგი მელიქიშვილი (საქართველო/აშშ) და სომეხი საქსოფონისტი, დირიჟორი და კომპოზიტორი არმენ უსნუნცი.

17-19 ივნისს ფესტივალზე გამოვლენ შემსრულებლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. კონცერტები გაიმართება კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში (აღმაშენებლის გამზირი N182, მუშტაიდის ბაღი).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები