მსოფლიო
01.05.18 18:30
დღეს, 1 მაისს სომხეთის ეროვნული კრების [პარლამენტის] დეპუტატები პრემიერ-მინისტრს ირჩევენ. ოპოზიციონერი დეპუტატი და სომხეთში საპროტესტო აქციების ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი ამ პოსტზე ერთპიროვნული ლიდერია. დეპუტატები ამჟამად მის გამოსვლას უსმენენ. პარალელურად, ერევანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საპარლამენტო ფრაქციამ “გამოსვლა”, რომელსაც ეროვნულ კრებაში 9 მანდატი აქვს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა. გარდა ამისა, “წარუკიანის” ფრაქციაში განაცხადეს, რომ მზად არიან მხარი “ხალხის კანდიდატს” დაუჭირონ.
ამ ფრაქციას 31 მანდატი აქვს.
რაც შეეხება სახელისუფლებო, სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას, რომელსაც 58 მანდატი აქვს, საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს, თუმცა რესპუბლიკურ პარტიაში განაცხადეს, რომ “ფაშინიანის არჩევას ხელს არ შეუშლიან”, რაც პოლიტოლოგ მიკაელ ზოლიანის აზრით, ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: რესპუბლიკური პარტიის წევრები ხვალინდელ სხდომაზე მივლენ, კვორუმი შედგება, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ან ხმას სრულად, ან ნაწილობრივ ფაშინიანს მისცემენ. პრემიერ-მინისტრის არჩევას სულ 53 მანდატი სჭირდება.
თუ დღეს პარლამენტი პრემიერს ვერ აირჩევს, პარლამენტს დაითხოვენ, რის შემდეგაც ახალი არჩევნები დაინიშნება.
ამ დროისთვის პარლამენტის სხდომის პარალელურად, ქუჩაში ხალხია შეკრებილი.
საპროტესტო აქციისკენ ფაშინიანმა მხარდამჭერებს გუშინ გვიან ღამით ფეისბუკით მოუწოდა.
მისი გუშინდელი განცხადებით, ის ფლობდა უტყუარ ინფორმაციას, რომ რესპუბლიკური პარტია დღევანდელი სხდომის ჩაშლას აპირებდა.
უფრო ვრცლად, ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი წაიკითხეთ ბმულზე – ვინ არის და რა შეხედულებები აქვს სომხეთის აქციების ლიდერს.
სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია:
ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად, 23 მარტს ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.
რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.
16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.
17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.
სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, მოქალაქეების 10-დღიანი აქციების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს სომხეთის ვიცეპრემიერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი ასრულებდა.
მალევე, ხელისუფლების სრული გადადგომის მოთხოვნით, სომხეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24