პოლიტიკა

"რამდენიმე დღეში მოგცემთ ინტერვიუს"- ივანიშვილმა მისი მონაწილეობით განხორციელებულ ბიზნესტერორზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა

01.10.18 11:45


საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომოპანია "იბერიას" დამფუძვნებლის იმ განცხადებას სადაც ზაზა ოქუაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილის მოთხოვნით, მან 4 მილიონი გადაურიცხა არ პასუხობს.

საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც მმართველი პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა, ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა, თუმცა მან აღნიშნულ ბრალდებაზე საუბარი არ ისურვა. ექსპრემიერს მედიისთვის კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია თუმცა თქვა, რომ საკითხზე ძალიან მალე ისაუბრებს.

"რამდენიმე დღეში მოგცემთ ინტერვიუს"- თქვა მან.

ივანიშვილთან ერთად, ტრიბუნასთან იდგა ოცნების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, ასევე პრემიერი ბახტაძე შს მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე.

გუნდურობის დასამტკიცებლად, ივანიშვილს ზურგს პარტიის სხვა ლიდერრებიც უმაგრებდნენ.

მედიისთვის განცხადება "ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ხმაურიანი ბრალდებები, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ ისმის "ნაციონალური მოძრაობის" პროვოცირებული და დადგმულია.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები