პოლიტიკა

„ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც, ბომბეიშიც, თუმცა ბატონი ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში, რაც ეკუთვნის“

01.10.18 13:30


შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებეს უპასუხა. მინისტრის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველა კთხვას გაეცემა პასუხი, თუმცა ოქუაშვილს მოუწევს გადაიხდის ბოლო ლარი ბიუჯეტში, რაც ეკუთვნის.

„ეს ერთი მსახიობის თეატრი უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. თუ სერიოზულად გვინდა ვილაპარაკოთ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ მოისურვებს, ბომბეიშიც, თუმცა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თითო თეთრი და ლარი, რომელიც გადასახდელია ბიუჯეტში, ბატონ ოქუაშვილს მოუწევს გადახდა.

შეხვედრა შედგა, რა თქმა უნდა, მე მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი და როგორც ჩანს, ვიყავი ძალზედ ძლევამოსილი ბიზნესომბუდსმენი და ვერ ვგრძნობდი და, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის მიზანი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა იყო, რომელმაც, როგორც ჩანს, ამ პერიოდში, ჩვენდა სამწუხაროდ დააგროვა ამხელა ვალი ბიუჯეტის წინაშე“,-განაცხადა გახარიამ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები