პოლიტიკა

6 წელი აღმოჩნდა ძალიან ცოტა, რომ პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო, – ივანიშვილი

01.10.18 15:30


სამწუხაროდ, 6 წელი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო, – ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში, მმართველი გუნდის შეხვედრაზე განაცხადა.

“თქვენ კარგად გახსოვთ, რაც ხდებოდა 2012 წლამდე. 12 წლის შემდეგ თანმიმდევრულად ვცვლით იმ სიმახინჯეებს და ქვეყანა ვითარდება, მიგვყავს სწორი მიმართულებით.

მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს ის ძალები, რომლებიც ჩვენდა სასირცხვილოდ თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. რაც თვითონ დააშავეს, ცდილობენ “ქართულ ოცნებას” და “ქართული ოცნებისგან” მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს გადააბრალონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადები ვიდეოჩანაწერს “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები