პოლიტიკა

ლევან იზორია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვა

02.10.18 18:15


3 და 4 ოქტომბერს ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. ბელგიის სამეფოში უკვე გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

თავდაცვის მინისტრების ფორმატში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ლევან იზორია სიტყვით გამოვა და თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებს. კომისიის სხდომას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა დღეს, მინისტერიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მინისტრები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელებენ, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციზე, ასევე შეეხებიან შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხს, რაც პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც ნატოსთვის, ისე საქართველოსთვის.

ნატოს შტაბ-ბინაში მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ კოლეგასთან ჯეიმს მატისთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები