მსოფლიო

გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს

29.07.19 14:20


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს.

დიპლომატს 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება. რუსეთის „სახელმწიფო უწყებაში მუშაობის შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო სამსახურში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ 70 წლამდე.

ამასთან, რუსული მედიისთვის გახდა ცნობილი, რომ კარასინის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება. ერთ-ერთი მათგანია სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ამჟამინდელი დირექტორი – ივან ვოლინკინი.

60 წლის დიპლომატი სსრკ-სა და რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებებში უცხო ქვეყნებში წარმომადგენლად იყო მივლინებული: იუგოსლავიაში, აშშ-ში, სერბეთსა და მონტენეგროში, ასევე, საქართველოსა და მაკედონიაში.

2009-დან 2013 წლამდე იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე და სამინისტროს გენერალური სამდივნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

2013 წლიდან 2018 წლამდე – რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში. 2017 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ივან ვოლინკინი საქართველოში ხელისუფლების მიერ პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული.

რაც შეეხება კარასინს – ის, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის საბჭოში გადავა. მის კანდიდატურას ფედერაციის საბჭოში სახალინის ოლქის გუბერნატორი – ვალერი ლიმარენკო წარადგენს. ლიმარენკომ აღნიშნული ინფორმაცია რუსულ RBC- ის დაუდასტურა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები