მსოფლიო

ხოჯალიში დატრიალებული ვანდალიზმიდან 28 წელი გავიდა

26.02.20 18:00


როგორც ინფორმაციაში ნათქვამი, “უკვე 28 წელია აზერბაიჯანელი ხალხი გლოვით აღნიშნავს ტრაგედიას, რომელიც ერთ -ერთი ყველაზე მძიმე და საშინელი გენოციდია კაცობრიობის ისტორიაში. სომხური ვანდალიზმის აშკარა მაგალითია მოვლენა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო სომეხთა ეთნიკური წმენდის პოლიტიკის ნაწილი და მათი მფარველების მხარდაჭერით ხორციელდებოდა აზერბაიჯანელების წინააღმდეგ.

ლაპარაკია მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე, რომელიც ადამიანური წარმოსახვის ვერანაირ ჩარჩოებში ვერ თავსდება.

1992 წლის 25-26 თებერვლის ღამით ხოჯალიში განხორციელებული გენოციდის შედეგად 613 მშვიდობიანი მოსახლე იქნა უმოწყალოდ ამოჟლეტილი, მათშორის 63 ბავშვი, 106 ქალი, 70 ხანდაზმული იყო. 8 ოჯახი მთლიანად იქნა ამოწყვეტილი. მომხდურთა ტყვიით 487 ადამიანი, მათ შორის 76 ბავშვი დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა 1775 ადამიანი. იმისათვის, რომ ტყვიით დაცხრილვასა და თავსდატეხილ უბედურებას განრიდებოდნენ, მრავალმა ბავშვმა, ქალმა და მოხუცმა ტყეს შეაფარა თავი, მათი უმრავლესობა სუსხიანი ღამისა და ყინვის მსხვერპლი გახდა.

ცნობილი ლიტველი ჟურნალისტი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის „ლადზიაი ულდუზუს“ მთავარი რედაქტორი, რიჩარდ ლაპაიტისი ხოცვა-ჟლეტის დროს შემთხვევით იმყოფებოდა ხოჯალიაში, იგი დატრიალებული ტრაგედიის ცოცხალი მოწმე გახდა და როგორც თვითმხილველმა შეძლო მომხდარის დაწვრილებით აღწერა. ამ ყველაფერმა 2015 წელს ჰეიდარ ალიევის ფონდის თანადგომით ასახვა ჰპოვა დოკუმენტურ ფილმში, რომელსაც „უსასრულიო დერეფანი“ ეწოდება.

შემდგომში აღნიშნული ფილმი დემონსტრირებულ იქნა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და საერთაშორისო საზოგადოებრიობის სამსჯავროს გადაეცა.

ბატონი რიჩარდ ლაპაიტისი ამ დღეებში აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია და ისაუბრა იმის შესახებ, რაც იმ საშინელ ღამეს უშუალოდ იხილა და განიცადა”.




წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები