პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი პოლონეთის ქვემო სილეზიის მარშალს, სეზარი პრჟიბილსკისს შეხვდა

20.03.19 13:15


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოსი ვიზიტით მყოფ პოლონეთის ქვემო სილეზიის მარშალს, სეზარი პრჟიბილსკისს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„აჭარასთან დამეგობრებული რეგიონის, ქვემო სილეზიის ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობდა დღეს საქართველოს პარლამენტს. რასაკვირველია, ამ ვიზიტს თავისი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მეგობრული ურთიერთობების ხაზგასმისთვის, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც. პარლამენტში გამართული შეხვედრა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ასეთი ურთიერთობების განვითარებისთვის“,- განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ პარლამეტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, პარლამენტის წევრები არჩილ ხაბაძე და გელა სამხარაული და ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები